ავტორი:

არასრულწლოვანი, რომელიც კორპუსის ნგრევის შემდეგ ავტომობილში მოჰყვა, მაშველებმა გამოიყვანეს

არასრულწლოვანი, რომელიც კორპუსის ნგრევის შემდეგ ავტომობილში მოჰყვა, მაშველებმა გამოიყვანეს

ბათუმში, მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის ადგილიდან არასრულწლოვანი გამოიყვანეს.

ის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. ბავშვის ამოყვანას ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა ტაშით შეხვდა.

არსებული ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევისას არასრულწლოვანი კორპუსთან მდგარ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ხოლო მშობლები ავტომანქანასთან.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.