თბილისის მერი, კახა კალაძე ბათუმში შენობის ჩამონგრევას სოციალური ქსელით ეხმაურება.
"მძიმე წუთები უდგას საქართველოს. ყველა შეგვძრა ბათუმში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ.
ჩვენმა გმირმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ვლოცულობთ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. ღმერთმა მშვიდობა მისცეს ჩვენს ქვეყანას!" - წერს კალაძე.