ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 გარდაცვლილი ამოიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამი გარდაცვლილიდან ერთი ბავშვი და ორი მამაკაცია.
ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 ადამიანი საავადმყოფოშია გადაიყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის ნანგრევებიდან სულ 6 ადამიანია ამოყვანილი, მათგან ორი - ცოცხალია (ერთი ახალგაზრდა ქალი და ერთი მამაკაცი), ხოლო 4 გარდაცვლილი. მეოთხე გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს დილით ჩამოინგრა. ადგილზე უკვე 15 საათზე მეტია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.