ავტორი:

"კადრებში ჩანს, როგორ არის საყრდენი კედლები გამოცლილი" - "იმედი" კორსპუსის ნგრევამდე 48 საათით ადრე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

"კადრებში ჩანს, როგორ არის საყრდენი კედლები გამოცლილი" - "იმედი" კორსპუსის ნგრევამდე 48 საათით ადრე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს ფოტომასალას, რომელიც ბათუმში, კორსპუსის ნგრევამდე 48 საათით ადრეა გადაღებული. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ არის საყრდენი კედლები გამოცლილი იმ ფართში, რომელიც გუშინ ჩამოინგრა.

სწორედ ამ სახლში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. როგორც ცნობილია მეპატრონეს, ზაურ ბუდატოვს სარდაფისა და ბინის გაერთიანება სურდა და სწორედ ამ მოთხოვნით საჯარო რეესტრს 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. შსს-მ უკვე დააკავა ბუდატოვიც და კიდევ ორი პირი, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.

შეგახსენებთ, რომ კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა 8 ადამიანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.