კომპანია Volkswagen-მა განახლებულ კუპე-კაბრიოლეტ Eos-ზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც ფართო საზოგადოებას ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე წარუდგენენ. ცნობილია, რომ ევროპულ ბაზარზე მისი გაყიდვა მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება.
ეს კუპე-კაბრიოლეტი კომპანიის მოდელების გამაში ერთ-ერთი უკანასკნელია და ახალი საფირმო სტილის გარეგნობით ხასიათდება. ავტომობილს მოდერნიზებული, დიოდური შუქფარები და განახლებული წინა და უკანა ბამპერი, ასევე სამსექციანი რადიატორის ცხაური აქვს.
მოდელ Eos-ის სალონს განახლება შედარებით ნაკლებად ეტყობა, თუმცა ცვლილებები მაინც შეიმჩნევა. გაუმჯობესებულია სალონის მოსაპირკეთებელი მასალის ხარისხი და გამრავალფეროვნდა ინტერიერის ტყავით გაწყობის ვარიანტები.
ევროპის ბაზარზე ახალი კუპე-კაბრიოლეტი ბენზინის 122, 160 და 210 ცხ/ძალიანი ძრავებით იქნება წარმოდგენილი, რომლებიც 6-საფეხურიან ”მექანიკასთან” დაწყვილდებიან. ამასთან, მსურველს შეკვეთა დიზელისძრავიან ავტომობილზეც შეეძლება, რომლის აგრეგატი ორცილინდრიანი და 140 ცხ/ძ სიმძლავრის იქნება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.