აშშ მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციას

აშშ მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციას

აშშ მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებას და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაზრდას. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისას აშშ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მთავარ პრინციპებს ეყრდნობა.

"შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის რეფორმასა და თავდაცვის შესაძლებლობის გაუმჯობესებაში გამოჩენილ ძალისხმევას, მათ შორის ნატო-სთან თავსებადობისა და ავღანეთის "ISAF"-ის ოპერაციაში მონაწილეობის ჩათვლით. ჩვენ, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ წარმოებულ იმ სამუშაოს, რომელსაც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეთანხმებული ყოველწლიური ეროვნული პროგრამის თანახმად ახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე საუბარია საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების შესახებაც და აღნიშნულია, რომ ამ თემაზე მომუშავე ჯგუფმა შეხვედრა თბილისში 2009 წლის ნოემბერში გამართა.

"ჯგუფი აცნობიერებს საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და ფოკუსიფრებას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და საარჩევნო პროცესზე, ასევე - მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, გამვჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებებზე და მმართველობის განაწილებაზე, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე. ბოლოდროინდელმა და აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა პროგრამებმა ყველა ამ მიმართულებით რეფორმას ხელი შეუწყო", - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე