ავტორი:

შარლ მიშელი დაქორწინდა - ვინ არის ქართველი პოლიტიკოსების შუამავლის რჩეული და ევროპის პირველი ლედი

შარლ მიშელი დაქორწინდა - ვინ არის ქართველი პოლიტიკოსების შუამავლის რჩეული და ევროპის პირველი ლედი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოფიციალურად დაქორწინდა. ამის შესახებ "პოლიტიკო" წერს. მიშელის რჩეული ამალ დერბაუდერენგენია, რომელთანაც პოლიტიკოსს უკვე წლებია ურთიერთობა აქვს.

ამელი ბელგიელია, მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკოსის მრჩევლად უმუშავია.

ქორწილი აქამდეც უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და წყვილმა მხოლოდ ახლა შეძლო ურთიეთობის ოფიციალურად გაფორმება. მედიისთვის ქორწილის შესახებ დეტალები უცნობია.

წყვილს ორი შვილი ჰყავს - 2016 წელს ჟანა დაიბადა, ხოლო 2019 წელს - ლუსი.

შარლ მიშელსა და ამალს სურდათ, რომ 2020 წლის ზაფხულში საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელში ექორწინათ, თუმცა იმ პერიოდში რეგიონი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით "ნარინჯისფერ ზონად“ გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ როდესაც საფრანგეთიდან ბელგიაში დაბრუნდებოდნენ, კარანტინში უნდა გაეტარებინათ გარკვეული პერიოდი. ამიტომაც, ქორწინების ცერემონიაზე უარი თქვეს.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელი აქამდეც იყო დაქორწინებული და პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, 15 წლის მაქსიმილიანი ჰყავს.