ავტორი:

პანდემიის გამო გადადებული ქორწილი და "დიდი პოლიტიკოსი დიდი მოთმინების უნარით" - როგორ ცხოვრობს ქართველი პოლიტიკოსების მთავარი "შემრიგებელი", შარლ მიშელი

პანდემიის გამო გადადებული ქორწილი და "დიდი პოლიტიკოსი დიდი მოთმინების უნარით" - როგორ ცხოვრობს ქართველი პოლიტიკოსების მთავარი "შემრიგებელი", შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და მისი ხასიათის განსაკუთრებული შტრიხი - იპოვოს გამოსავალი ყველაზე რთულ სიტუაციებში, ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად გაიცნო. მიშელი გახდა ქართული პოლიტიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისის მთავარი შემოქმედი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მისი ჩართულობის, არაერთგზის მცდელობის შედეგად, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელი მოაწერა შეთანხმებას.

გავიცნოთ ევროპელი პოლიტიკოსი უფრო კარგად. 45 წლის ბელგიელი შარლ მიშელი, ევროპულ საბჭოს სათავეში 2019 წლიდან უდგას. აქვს მდიდარი პოლიტიკური წარსული. აღსანიშნავია, რომ შარლის მამა, ლუი მიშელი ბელგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე, ყოფილი ევროკომისარი გახლავთ.

პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა ლიბერალ რეფორმატორებს შეუერთდა. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე ჯერ ბრიუსელში, ხოლო შემდეგ, ამსტერდამის უნივერსიტეტში. საუბრობს ნიდერლანდურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

1999 წელს შარლ მიშელი აირჩიეს ბელგიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატად. 2007 წელს ის გახდა ბელგიის განვითარების მინისტრი და ეს თანამდებობა 2011 წლამდე ეკავა. 2011 წელს მიშელი კვლავ წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს.

2014 წელს ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა და ამ პოსტზე 2019 წლამდე მუშაობდა.

  • პოლიტიკოსი მოთმინების დიდი უნარით

გამოცემა Politico მას ახასიათებს, როგორც განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანს, რომელსაც შეუძლია ე.წ. ჩიხური სიტუაციებიდან გამოსავალი იპოვოს, გარდა ამისა, გამოირჩევა მოთმინების განსაკუთრებული უნარით, რაც შესაძლებლობას აძლევს, რომ წარმატებული იყოს.

"შარლ მიშელს შეუძლია სხვადასხვაგვარად ისაუბროს მთავრობის ლიდერებთან, განსაკუთრებული უნარი აქვს დიალოგის წარმართვისა და პრობლემური საკითხების გადაჭრის.

მისი კარიერა აჩვენებს, რომ გამოირჩევა უდიდესი მოთმინებით და გამძლეობით. ახალგაზრდობიდანვე შარლ მიშელი იყო კონკურენტუნარიანი და ამბიციური და მზად იყო საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინა. 32 წლის ასაკში მიშელს უკვე ეკავა ბელგიის განვითარების მინისტრის თანამდებობა და სამი წლის განმავლობაში იყო ამ პოსტზე, ხოლო შემდეგ გახდა "ლიბერალური პარტიის" რეფორმატორთა მოძრაობის ლიდერი.

  • შარლ მიშელს აქვს მარტივი მანერები და მზა ღიმილი თანამოსაუბრისადმი, მაგრამ ის არის სერიოზული პოლიტიკოსი, სერიოზული მიღწევებით“, - წერს Politico.

გამოცემის ცნობით, როდესაც პოლიტიკოსები მოქმედებენ წესების მიხედვით, შარლ მიშელს შეუძლია გადააბიჯოს დადგენილ, ტრადიციულ წესებს და იმოქმედოს განსხვავებულად.

  • პირადი ცხოვრება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ურთიერთობაშია ამალ დერბაუდერენგენთან. წყვილს ორი შვილი ჰყავს - 2016 წელს ჟანა დაიბადა, ხოლო 2019 წელს - ლუსი.

აღსანიშნავია, რომ ისინი ოფიციალურად ახლა უნდა დაქორწინებულიყვნენ, თუმცა ქორწილის გადადება პანდემიის გამო მოუხდათ.

წყვილს სურდა, რომ 2020 წლის ზაფხულში საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელში ექორწინა, თუმცა იმ პერიოდში რეგიონი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით "ნარინჯისფერ ზონად“ გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ როდესაც საფრანგეთიდან ბელგიაში დაბრუნდებოდნენ, კარანტინში უნდა გაეტარებინათ გარკვეული პერიოდი. ამიტომაც, ქორწინების ცერემონიაზე ამ ეტაპზე უარი თქვეს.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელი აქამდეც იყო დაქორწინებული და პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, 15 წლის მაქსიმილიანი ჰყავს.

ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

თუ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს, როგორ შეიძლება ეს ჩვენს რეგიონზე აისახოს ? - "ვვარაუდობ, რომ აშშ-მა გარკვეული მესიჯი გაგზავნა და თურქეთს რაღაც დაათმობინა“

"მხარს ვუჭერ პროტესტს "ნამახვანჰესის" აშენების წინააღმდეგ" - რას წერს ევროპარლამენტის ვიცე - პრეზიდენტი