ავტორი:

რა მოხდა გადასაღებ მოედანზე  სადაც ბოლდუინის მიერ იარაღიდან გასროლას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ფოტოები  შემთხვევის ადგილიდან

რა მოხდა გადასაღებ მოედანზე  სადაც ბოლდუინის მიერ იარაღიდან გასროლას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ფოტოები  შემთხვევის ადგილიდან

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.

ფოტო გადასაღები მოედნიდან
გარდაცვლილი ოპერატორი. ჰალინა ჰაჩინსი 42 წლის იყო
რეჟისორი ჟოელ სოუზა, რომელიც ინციდენტის დროს დაიჭრა

ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა. მედიის ინფორმაციით, 68 წლის ბოლდუინი ადგილობრივი შერიფის ოფისთან თვალცრემლიანი შენიშნეს.

ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე - ფოტო ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული

დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან იყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის დამატებით დეტალები უცნობია.