ავტორი:

20 წლით უმცროსი მეორე ცოლი, მოდელი რძლები, ბინები სამ ქვეყანაში და ფერწერული ტილოების კოლექცია - მილიონერი კობა ნაყოფიას ლაქშერული ცხოვრება

20 წლით უმცროსი მეორე ცოლი, მოდელი რძლები, ბინები სამ ქვეყანაში და ფერწერული ტილოების კოლექცია - მილიონერი კობა ნაყოფიას ლაქშერული ცხოვრება

კობა ნაყოფია ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის, რომელიც პარლამენტში დიდი ბიზნესიდან მივიდა. მისი სახელი წლებია, რაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება და ყოველთვის აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, რომელიც პარტიასთან არის დაკავშირებული. კობა ნაყოფია ყურადღების ცენტრში ამ დღეებში მეორედ მოექცა. მას შემდეგ, რაც საზოგადოება დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის წყვილზე ალაპარაკდა და მათ შორის 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის შესახებ დაიწერა. გაახსენდათ კობა ნაყოფია, რომელიც ასევე ოცი წლით უმცროს ქალზეა დაქორწინებული.

რეალურად კი ახალი არაფერია, ნაყოფიასთვის ეს მეორე ოჯახია. წყვილი უკვე ოთხი წელია ერთად ცხოვრობს და 2017 წელს საერთო შვილი შეეძინათ. მილიონერის რჩეული გვანცა ბიწკინაშვილია, ქალი არასამთავრობო ორგანიზაცია UNDP-ს გუნდში ადმინისტრაციისა და ფინანსების ასისტენტად მუშაობს.

კობა ნაყოფიას სკანდალური ქორწინების შესახებ ჯერ კიდევ წლების წინ ჭორაობდნენ. თუმცა მას პირად ცხოვრებაზე მედიასთან არასოდეს უსაუბრია. ამბობდნენ, რომ დეპუტატის ახალი რჩეული მისი შვილის, ნატალია ნაყოფიას მეგობარი იყო.

თუმცა ასევე ვრცელდებოდა ჭორი, რომ რეალურად გვანცა, შვილის კი არა, ყოფილი რძლის, ხათუნა სხირტლაძის მეგობარი გახლდათ. კობა ნაყოფია და გვანცა ბიწკინაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში ჯერჯერობით არ არიან. 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში პარლამენტარს ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მესამე შვილი, გიორგი ვასილი ნაყოფია ჰყავს მითითებული, რომელიც 2017 წელს გვანცასგან შეეძინა.

ახლა კი წარსულის შესახებ... კობა ნაყოფია წლები დაოჯახებული იყო ელგა სოფიაზე, რომლისგანაც ორი შვილი - ნიკოლოზი და ნატალია შეეძინა. ელგა გალში გახლავთ დაბადებული.

შეგახსენებთ, რომ კობა ნაყოფიაც წარმოშობით გალიდან გახლავთ. 2008 წელს, როდესაც „მის საქართველოს“ ტიტული ხათუნა სხირტლაძემ (ნაყოფიას ყოფილი რძალი) მოიპოვა, ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნაყოფიას პირველი მეუღლე ელგა სოფია გახლდათ.

ელგა სოფია

"როდესაც „მის საქართველოზე“ გამოვდიოდი, ნიკას არ ვიცნობდი. მისი დედა იყო ჟიურის წევრი და როგორც ვიცი, ძალიან მოვწონდი. ჟიურისთან შეხვედრა რომ გვქონდა, ისიც მკითხა, გათხოვებას ხომ არ აპირებო. შევიცხადე – გამიკვირდა, რას მეკითხება-მეთქი. ნახევარ წელიწადში კი მისი რძალი გავხდი...“- იხსენებდა მოგვიანებით ხათუნა სხირტლაძე, რომელიც ნიკა ნაყოფიას მეუღლე გახდა და მილიონერმა მამამთილმა გრანდიოზული ქორწილიც გადაუხადა.

ალბათ ბევრს უნახავს ცნობილი ფოტო - ნაყოფიების ოჯახი შერონ სთოუნთან. წლების წინ საქართველოში ჩამოსულ ვარსკვლავს, მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად კობა ნაყოფიამაც უმასპინძლა. ამბობდნენ, რომ ვარსკვლავის ვოიაჟის თანხა სრულად მან დაფარა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა და გრანდიოზული ქორწილისა, ხათუნა სხირტლაძისა და ნიკოლოზ ნაყოფიას წყვილი დაშორდა.

მათ საერთო შვილი ნიკოლოზ ჯუნიორი ჰყავთ, ხათუნა სხირტლაძემ კი დაშორებიდან მალე მეორედ იქორწინა. მეორე ქორწინებაშია ნიკოლოზ ნაყოფიაც, რომლის რჩეულიც ამჯერად ისევ მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი გახდა. ნანუკამ, გარდა იმისა, რომ ცნობილი ოჯახის შვილია, 2009 წელს პირველი ვიცე-მის საქართველოს ტიტული მოიპოვა.

ცნობილი არ არის, იყო თუ არა იმ წელსაც ჟიურიში მომავალი დედამთილი. კობა ნაყოფიას კიდევ ერთი შვილი ნატალია ნაყოფიაა. მას საზოგადოება ნაკლებად იცნობს... სოციალურ ქსელში აქტიურია კობა ნაყოფიას პირველი ცოლი ელგა სოფია, ის ხშირად აქვეყნებს მოგზაურობის დროს გადაღებულ და ოჯახურ ფოტოებს, ოღონდ წლებია კობა ნაყოფიას გარეშე...

რაც შეეხება ნაყოფების ქონებას

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნაყოფია ფლობს: 55 კვ.მ ფართობის ბინას მოსკოვში, რომელიც 1995 წელს 56 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი; 360 კვ.მ ბინას და 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთს გალში, რომელიც 2005 წელს მემკვიდრეობით გადაეცა. ასევე, 198 კვ.მ ბინას თბილისში, რაშიც 2005 წელს 150 000 აშშ დოლარი გადაიხადა; 300 კვ.მ ბინას ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელიც 1995 წელს 50 000 აშშ დოლარად შეიძინა.

2013 წელს აქვს შეძნილი 223,3 კვ.მ ბინა თბილისში, ჭავჭავაძეზე, რომლის ღირებულება 500 000 აშშ დოლარია და ავტოფარეხი, რაშიც 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, კობა ნაყოფია უძრავ ქონებას ფლობს გონიოშიც. კერძოდ, 836 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 400 კვ.მ მშენებარე საცხოვრებელ სახლს, რომლის ჯამური ღირებულება 200 000 აშშ დოლარია.

დეპუტატის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz GL 500, 2010, #ELG007, რაშიც 2010 წელს 95 000 ევრო გადაიხადა და ლადო გუდიაშვილის ორი ფერწერული ტილო, რომლის ჯამური ღირებულება 50 000 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში კობა ნაყოფია ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ საბარათეზე - 36 896 ლარს, „ვითიბი ბანკის“ მიმდინარეზე - 46 562 ლარს, „უკრსიბ ბანკის“ მიმდინარეზე - 15 460 უკრაინულ გრივნას და 1 998 დოლარს. ხოლო, დანაზოგის სახით - 10 000 ლარს.

დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატმა 2019 წელს პარლამენტში ხელფასის სახით 47 778 ლარი აიღო.

აღსანიშნავია, რომ კობა ნაყოფია აგრეთვე არის შპს Bioneli limited LTD-ის და შპს „გოლდინვესტის“ 100%-იანი წილის მფლობელი.