ავტორი:

"დიდი შერიგება" - ნიკა მელია გულნარა ანდღულაძესთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

"დიდი შერიგება" - ნიკა მელია გულნარა ანდღულაძესთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში სახალოსო პოსტს აქვეყნებს. ყველას ახსოვს გულნარა ანდღულაძე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების დროს მელია-კობახიძეს შორის გამშველებლის ფუნქცია იტვირთა. მაშინ ყველა წერდა, რომ ქალბატონი მელიასგან კობახიძეს იცავდა.

დღეს ნიკა მელია საბურთალოს მოსახლეობას შევხდა, სადაც ასევე იმყოფებოდა გულნარა ანდღულაძე.

"დიდი შერიგება | ნიკა მელიას და გულნარა ანდღულაძის შეხვედრა" - წერს მელია "მთავარი არხის" კადრების კომენტირებისას.