ავტორი:

"ბიძინას პოლიტიკაზე რაღაც ვკითხე და მიპასუხა, არ მაინტერესებსო... ამჟამად ჭორვილაში არიან, ბერა კორეაშია გადაღებებზე" - რას ჰყვება ივანიშვილების ოჯახის ახლობელი?

"ბიძინას პოლიტიკაზე რაღაც ვკითხე და მიპასუხა, არ მაინტერესებსო... ამჟამად ჭორვილაში არიან, ბერა კორეაშია გადაღებებზე" - რას ჰყვება ივანიშვილების ოჯახის ახლობელი?

წლის დასაწყისში ყველას ჰქონდა კითხვა, მართლა წავიდა თუ არა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ოჯახი ტოვებდა საქართველოს და საცხოვრებლად საფრანგეთში გადადიოდა. ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ახლო მეგობარმა, მხატვარ - ნიკუშა შენგელაიას მეუღლემ ეკატერინე ჭიჭინაძემ მაშინ განაცხადა, რომ საფრანგეთში გადასვლაზე გავრცელებული ხმები ხალხის ბოდვა იყო და ისინი არსად წასვლას არ აპირებდნენ.

ვინაიდან ეკატერინე ჭიჭინაძეს ივანიშვილების ოჯახთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდია - თუ სად იმყოფება და რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ამის გასარკვევად ჭიჭინაძეს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:

- ქალბატონო ეკა, რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი საქართელოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე?

- ჩვენ ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ ასეთ თემებზე ნამდვილად არ ვსაუბრობთ, ძალიან უხერხულია. ჩამოცილებულია პოლიტიკას და თან იმდენად რომ, ერთხელ რაღაც პოლიტიკურ ვითარებაზე ვკითხე და მიპასუხა, საერთოდ არაფერი არ ვიცი მაგის შესახებ და არც მაინტერესებსო. მაშინ მივხვდი, რომ მეორედ პოლიტიკაზე აღარ უნდა მეკითხა...

ზუსტად ვიცი, დღეს ეს ოჯახი სრულიად აპოლიტიკურად ცხოვრობს! ბერა სამხრეთ კორეაშია, იქ გადაღებები აქვს, გვანცა ამერიკაში, უტა საფრანგეთში, ცოტნე პატარაა და ჯერჯერობით მშობლებთან არის საქართველოში.

ბერა და ნანუკა გუდავაძე კორეაში

ამჯერად ჭორვილაში იმყოფებიან. ძალიან კარგ განწყობაზე არიან, სრულიად სხვა თემებზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს თბილად მოვიკითხავთ ხოლმე. არანაირი პოლიტიკა, მორჩა და გათავდა! პრინციპში ჩვენი ოჯახიც აპოლიტიკურად ცხოვრობს. საერთოდ აღარ მაინტერესებს, რა ხდება.

18 წელი გავიდა ამ წიოკში და დავიღალე... უკვე ყველაფერი ისედაც გარკვეულია, თუ ვინ არის უშნო ქართულ პოლიტიკაში. ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს. ამიტომაც სულ სხვა რამეზე გადავერთე, უფრო მეტი პოზიტივია ირგვლივ. ყველა ძალიან დავიღალეთ... ბიძინა ივანიშვილმა რაც შეძლო გააკეთა - ქვეყანა ააშენა, დაალაგა და დავარცხნა. მადლობაც არავის არ უთქვამს. "ბიძინისტი" - ასეთი მცნება არც არსებობს, არადა რამდენია საპირისპირო მხარეს კი ხედავთ.

- ვის გულისხმობთ?

- "მიშისტები", გიჟს ანგელოზს ეძახიან, მაგ მართლა ბელადომანიები... მე არ შევხვედრივარ ბიძინისტს და არც გამიგია სადმე - ბიძინა, ბიძინას ძახება. მიშას კიდევ დღემდე იძახიან ავადმყოფები და სად არიან ჩარჩენილები ღმერთო ჩემო... იმედია, ქვეყანა დამშვიდდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება!