ამიერიდან ინგლისური ქალაქი დიდკოტი ადამიანური ექსკრემენტებისგან მიღებულ გაზს - ბიომეთანს მოიხმარს. საკანალიზაციო არხებში არსებული მყარი ნალექიდან მეთანს წყლის საფილტრ სადგურში მიიღებენ, რომელიც დიდკოტში წლის დასაწყისში აიგო.
ორგანული ნარჩენები სადგურის სპეციალურ რეზერვუარებში დაგროვდება, რის შემდეგაც ანაერობული ბაქტერიების ზემოქმედების პროცესი დაიწყება. შედეგად წარმოიქმნება მეთანის აირი, რომლის გამოყენება ელექტროენერგიის მისაღებად, ასევე სახლების გასათბობად და კერძების მოსამზადებლად წარმატებით შეიძლება.
გაზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ექსკრემენტებისგან მიღებული ბიომეთანი, სანამ საცხოვრებელ ბინებში მოხვდებოდეს, სპეციალურ ფილტრაციას გადის და სუნი არ აქვს.
ექსკრემენტებისგან მეთანის მისაღებად საჭირო სადგურების აგებას ბრიტანეთის სხვა ქალაქებშიც გეგმავენ. 2011 წელს მანჩესტერში უდიდესი ასეთი სადგურის მშენებლობა დასრულდება, რომელიც 5 ათასამდე საცხოვრებელ სახლს გაზით უზრუნველყოფს.
მომზადებულია physorg.com-ის მიხედვით.