"ქართული დასი" 8 ოპოზიციური გაერთიანების წინადადებებს ეხმაურება

"ქართული დასი" 8 ოპოზიციური გაერთიანების წინადადებებს ეხმაურება

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასი" მიესალმება 8 ოპოზიციური გაერთიანების მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მომზადებულ წინადადებებს, თუმცა მიაჩნია, რომ სხვა საკითხების გათვალისწინების გარეშე, რეალური შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

"ქართული დასის" მოსაზრებებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული დასის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ბაშარულმა ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია, მმართველი პარტია მკაფიოდ გაემიჯნოს სახელმწიფოს, რათა ოპოზიციამ კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას და არა - სახელმწიფოს. ამ მიზნით, "ქართულ დასს" მიაჩნია, რომ კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს ყველა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციის, მათ შორის სამინისტროების, სამხარეო ადმინისტრაციების, გამგეობების და სხვა უწყებების თანამშრომლების რაიმე სახის მონაწილეობა საარჩევნო კამპანიებში.

ასევე, "ქართულ დასს" მიაჩნია, რომ უნდა შეიზღუდოს საარჩევნო კამპანიაში მილიარდების ხარჯვა და წინასაარჩევნო ხარჯებზე დაწესდეს ზედა ზღვარი. ასევე, ოპოზიცია წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში.

"ანალოგიური სისტემით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი საინფორმაციო ველი. კერძოდ, კანონმდებლობით დაწესდეს მონაწილე პარტიებისთვის წინასაარჩევნო კამპანიისთვის კლიპების წუთობრივი ლიმიტი და მისი 50% გამოეყოს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ პარტიებს", - აღნიშნა ბაშარულმა.

ამ და სხვა საკითხების გათვალისწინების გარეშე, "ქართულ დასის" აზრით, ხელისუფლება საარჩევნო კამპანიაში კვლავ დახარჯავს 200-ჯერ უფრო მეტ რესურსს, ვიდრე ჯამში მთელი ოპოზიცია და მომდევნო არჩევნების შედეგიც იგივე იქნება, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს იყო.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე