გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, კუჩმასა და ლიტვინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება

გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, კუჩმასა და ლიტვინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება

უკრაინის გენპროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინის ექსპრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასა და რადის სპიკერ ვლადიმიერ ლიტვინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.

ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაზეთმა "უკრაინსკაია პრავდამ" გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას 4 ოქტომბერს მოეწერა ხელი. ადრე გენპროკურატურამ იმ მოტივით თქვა უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რომ კუჩმასა და ლიტვნის მოქმედებაში დანაშაულის შემცველი ქმედებები დაფიქსირებული არ იყო.

უკრაინის გენპროკურატურა აგრძელებს ჟურნალისტ ღონღაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ალექსეი პუკაჩის საქმის გამოძიებას. 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეზე ძიება დასრულდა და გამოძიების მასალები გასაცნობად ღონღაძის ნათესავებს გადაეცათ.

მაშინ ღონღაძის მკვლელობის ერთადერთ შემკვეთად პროკურატურამ უკრაინის შინაგან საქმეთა ექსმინისტრი იური კრავჩენკო დაასახელა, რომელიც 2005 წელს მოკლეს.

გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს და თავი მოკვეთეს. ამ საქმეზე გამოძიება 10 წელი მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ამ საქმის რამდენიმე ფიგურანტი უცნაურ ვითარებაში დაიღუპა.

დადგინდა, რომ ჟურნალისტი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღლჩინოსნებმა მოკლეს, რომლებსაც მილიციის გენერალი პუკაჩი ხელმძღვანელობდა. გამოძიებას მან უთხრა, რომ ღონღაძის მოკვლის შესახებ ბრძანება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ კრავჩენკოსგან მიიღო. პუკაჩმა არ იცის, თუ რა იყო მკვლელობის მოტივი.

ამ საქმესთან დაკავშირებით რადის სპიკერისა და ექსპრეზიდენტის სახელები მაშინ ამოტივტივდა, როდესაც პრეზიდენტ კუჩმას დაცვის წევრმა, მელნიკოვმა ჩანაწერებში ფირები წარმოადგინა. ფირებზე დაფიქსირებულია კუჩმასა და ლიტვინის მსგავსი ხმების საუბარი, სადაც ისინი საუბრობენ, თუ როგორ უნდა "გაერკვნენ ჟურნალისტის საქმეში, რომელმაც თავი მოაბეზრათ".

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ფირების ნამდვილობა არ დაუდასტურებია, უკრაინაში ბევრი მიიჩნევს, რომ კუჩმასა და რადას სპიკერს ბევრი საფუძველი ჰქონდათ საიმისოდ, რომ კრავჩუკისთვის ღონღაძესთან დაკავშირებით "საქმის გარკვევა" დაევალებინათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ