ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პარლამენტში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი "ტვ პირველთან" ამბობს, ხოშტარიას შიმშილობის ფონზე თავბრუსხვევა განუვითარდა.
"შიმშილობის ფონზე განვითარდა ცოტა თავბრუსხვევა და სისუსტე, მეტი ჩივილი არ ჰქონია.
გადასხმაზე უარს აცხადებს. გემოდინამიკა სტაბილურია, სატურაცია ნორმალური“, - ამბობს ექიმი.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს. მისი თქმით, იღებს მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას. პოლიტიკოსის განცხადებით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.