ავტორი:

ხმაური, დაპირისპირება და დაკავებები სახელმწიფო უწყებებთან - სად რა ხდება ამ დროისთვის? (ფოტო)

ხმაური, დაპირისპირება და დაკავებები სახელმწიფო უწყებებთან - სად რა ხდება ამ დროისთვის? (ფოტო)

რიგ სახელმწიფო უწყებებთან , მათ შორის სახელმწიფო აფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აქციებს მართავენ. სუს -სთან პროტესტანტებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

ამ დროისთვის ავტომობილებს სრულფასოვნად გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კი დაპირისპირება გრძელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის სამართალდამცველებს, დაახლოებით, 6 პირი ჰყავთ დაკავებული.

აქციებია რამდენიმე სხვა სახელმწიფო უწყებასთანაც.

იხილეთ ამბები სხვადასხვა ადგილიდან:

ფოტოგრაფი: ვანო გორგიაშვილი