ავტორი:

"კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება, ვგმობ, არ ვეთანხმები" - ელენე ხოშტარიამ გიგი უგულავა გააკრიტიკა

"კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება, ვგმობ, არ ვეთანხმები" - ელენე ხოშტარიამ გიგი უგულავა გააკრიტიკა

"კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება, ვგმობ, არ ვეთანხმები - არ არსებობს ბავშვი, ვინმეს ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს", - ასე გამოეხმაურა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჟურნალისტებთან გიგი უგულავას განცხადებას, რომელშიც უგულავამ ციხის ადმინისტრაციის ერთ - ერთი თანამშრომლის შეფასებისას, მის ბავშვსა და კლასელებზე ილაპარაკა.

"თუ არ ვცდები, მან ბოდიში მოიხადა, თუმცა, ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ ჩვენს ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ქვეყანაში "ოცნებამ" შექმნა აბსოლუტურად ისტერიული და არანორმალური სიტუაცია, ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ვგმობ, არ ვეთანხმები და გამიხარდა, რომ ბოდიში მოიხადა ამაზე. ყველა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ არსებობს ბავშვი, ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, თეა წულუკიანით დამთავრებული, არ არსებობს ვინმე, ვის ჯანმრთელობასაც მინდა რაიმე უმცირესი ზიანი მაინც მიადგეს, აღარ ვლაპარაკობ ოჯახის წევრებზე, ამიტომ არაფრით შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

გიგი უგულავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გლდანის ციხის თანამშრომელი გააკრიტიკა, რომელმაც მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. უგულავამ ასევე მის შვილს მიმართა.

მოგვიანებით, უგულავამ ამ განცხადების გამო სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა.