ძალიან ვღელავ, ძალიან მინდა, არ იშიმშილოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია და მართალი გითხრათ, მეც რომ ვყოფილიყავი, ალბათ იგივეს გავაკეთებდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას დედამ ირინა გუნცაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახში ყველა ღელავს, თუმცა, დასავლეთის გამოხმაურების შემდეგ, გაჩნდა გარკვეული იმედი, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ქვეყნის პარტნიორებს დაუჯეროს.
"რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავ და არ ვიცი, რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, არ იშიმშილოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია და მართალი გითხრათ, მეც რომ ვყოფილიყავი, ალბათ იგივეს გავაკეთებდი. მაქვს სურვილი, მაგრამ ვერ ვეუბნები შეწყვიტოს. მჯერა ჩემი შვილის და არ მჯერა ამათი", - განაცხადა ირინა გუნცაძემ.