ავტორი:

"სტრასბურგმა თქვა, რომ შიმშილობს, ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ ჰგავს... ნუ ეძებთ ლოგიკას "ქოცების" ქმედებაში" - ვინ როგორ ეხმაურება სააკაშვილის ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს?

"სტრასბურგმა თქვა, რომ შიმშილობს, ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ ჰგავს... ნუ ეძებთ ლოგიკას "ქოცების" ქმედებაში" - ვინ როგორ ეხმაურება სააკაშვილის ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს?

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საპყრობილიდან გლდანის ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გამოაქვეყნა.

ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ მიჰყავთ სააკაშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ.

აღნიშნულ კადრებს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა და სოციალურ ქსელში არაერთი კრიტიკული პოსტი დაიწერა. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

გიგი უგულავა, პოლიტიკოსი:

"საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა რომ ის "დუხზეა" და თავს არ უხრის ამ ნაბიჭვრებს. დადასტურდა, რომ მოტყუებით წამოიყვანეს რუსთავის ციხიდან. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილს და მის ხროვას ტორმუზი არ აქვს.პ.ს. ნუ ეძებთ ლოგიკას მათ ქმედებაში - რაში სჭირდებოდათ ამის გამოქვეყნება? - შეკითხვა არარელევანტურია. გიშინ სტრასბურგმა თქვა რომ შიმშილობს, დღეს ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ გავს, რადგან ჯანზეა. მერე რა რომ ამ შიმშილის გამო გადმოიყვანეს რუსთავიდან გლდანში. ნუ ეძებთ ლოგიკას "ქოცების" ქმედებაში. მათ არ ადარდებთ რა თქვეს გუშინ. მთავარია თავის ტელევიზიებს და მომხრეებს ყოველ დღე მიაწოდონ ახალი დოზა ნარკოტიკის. ნარკოდამოკიდებული არასდროს იხსენებს გუშინდელ დღეს. მას ნარკოტიკი ყოველთვის სჭირდება დღეს და ახლა. ასე გააუბედურა ივანიშვილმა თავის მომხრეები. ეს ბრძოლა მათი თავისუფლებისთვისაა პირველ რიგში".

მიშა მშვილდაძე, შოუმენი:

"ოცნება" ჩვეულებრივი კრიმინალივით იქცევა - მხოლოდ კრიმინალური მენტალიტეტის იდიოტებს შეიძლება ეგონოთ, რომ ამ ძალადობრივი კადრების გავრცელებით მიშაზე პოლიტიკური დარტყმა ხდება - სამწუხაროა, რომ პენიტენციური სამსახური და მთელი მთავრობა მხოლოდ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებს ეყრდნობა. დედა უნდა ეტიროთ ამათ".

დავით ზურაბიშვილი, ექსპერტი, "პალიტრანიუსის" გადაცემის წამყვანი:

"მართლა მაინტერესებს: მიშას ციხეში გადაყვანის კადრები რომ გაასაჯაროვა ხელისუფლებამ, რომელი ეპიზოდის მიხედვით ჩათვალა, რომ ეს მის (ანუ ხელისუფლების) სასარგებლოდ იმუშავებდა ხალხში?"

სოფო ჭყონია, მოდის ექსპერტი:

"სადისტების “მთავრობა” სასწრაფოდ გადადგეს! რა ბედნიერი ვარ, რომ არასდროს "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ ვყოფილვარ".

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი:

"უზარმაზარი ფინანსური რესურსი გაქვს, ყველა ინსტიტუტს აკონტროლებ, ცალკე კრიმინალური სამყარო და საპატრიარქო გიმაგრებს ზურგს, კრემლთან “დალაგებული” გაქვს და მაინც ერთი დაპატიმრებული კაცის ისე გეშინა, მზად ხარ ქვეყანა გადააყოლო".

პაატა შამუგია, პოეტი:

"ეს კადრები არის მთელი ქვეყნის შეურაცხყოფა, ინსტიტუტების, ისტორიის, საერთოდ ყველაფრის შეურაცხყოფა. რა ბოღმაც არ უნდა გქონდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ნაშიმშილარ კაცს ძალით მიათრევენ და ამას აყურებინებენ მთელ მსოფლიოს. თან მთელი კვირა ამტკიცებდნენ, თავისი ნებით წამოვიდაო".

რატი ამაღლობელი

"დიდი ძალაა საჭირო, რომ ამას გაუძლო და შეინარჩუნო საღი, ადამიანური განსჯისა და მოქმედების უნარი, არადა, ყველაფერს იმისთვის აკეთებს ეს სამარცხვინო ხელისუფლება, რომ მათსავით დავკარგოთ სახე, წარმოუდგენელი სიღრმეების უფსკრულში ექაჩება ქვეყანას "ოცნება", ქვეყანას იმიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფოსგან ნამსხვრევიც არ დატოვეს ამათმა. ეჭვის ნატამალიც აღარაა, რომ მათი მიზანი დიდი სისხლის-ღვრაა, ამ ქვეყნის ბოლომდე წელში გადატეხვა და ასე, ამ მეთოდებით უკვე დარჩენილი საქართველოს რუსეთში შეთრევა. (თუ უკვე შეთრეულები არ ვართ)

ვახო სანაია

მინდა, გავამხნევო მიშა! ის გამოიყურება ღირსეულად. გადის უმძიმეს გზას - ტანჯვისა და შეურაცხყოფის. ზუსტად იმავე გზას გადის საქართველო - ივანიშვილი მიშას კი არა, ამ ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს ათრევს დილეგის დერეფნებში. ზუსტად ისე, როგორც მიშა, დღეს შეურაცხყოფილია ქართველი ხალხი, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს, ამას ვერ გაუძლებ. ჩამოხვიდე და ჩაჯდე ყაენის მორჩილი ქვეშევრდომის ციხეში, დიდ ვაჟკაცობას მოითხოვს. ვხედავთ, როგორ ამარცხებს მიშა ყოველდღიურად ივანიშვილს, რომელიც პუტინის საამებლად ფეხქვეშ თელავს ამ ქვეყნის ღირსებას.მომავალი მიშას ბრძოლას დააფასებს, ივანიშვილმა კი უკვე მოხაზა კუთვნილი ადგილი ამ ქვეყნის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცელზე.