საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, სადაც "არასრულფასოვანი კვების საშუალო დონეა"

საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, სადაც "არასრულფასოვანი კვების საშუალო დონეა"

საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდა, სადაც "არასრულფასოვანი კვების საშუალო დონეა".

"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ სასურსათო პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებშია საუბარი.

"ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში შიმშილობის ყველაზე დაბალი დონეა, რაც ნიშნავს, რომ ამ მხრივ ამ რესპუბლიკებში ვითარება შედარებით კარგია. თუმცა, უზბეკეთში, თურქმენეთში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არასრული კვების საშუალო დონე ფიქსირდება",- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, კვლევის ავტორთა მონაცემებით, დღევანდელ მსოფლიოში ერთი მილიარდი ადამიანი შიმშილობს.

შიმშილობის მაღალი მონაცემები ბავშვთა საკვების უკმარისობას უკავშირდება. შიმშილის მაღალი დონე დაფიქსირებულია აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც საჰარის სამხრეთით არიან განლაგებული, აგრეთვე, სამხრეთ აზიაში. მოხსენების ავტორები არასახარბიელო მაჩვენებლების შესამცირებლად ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებენ, ებრძოლონ ბავშვთა შორის სურსათის უკმარისობას.

გაერო მიიჩნევს, რომ ადამიანმა ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრებიათვის ყოველდღიურად სულ მცირე 1.800 კილოკალორია უნდა მიიღოს. 1990 წლიდან 2006 წლის ჩათვლით, მოშიმშილეთა რაოდენობა მსოფლიოში შემცირდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი გაიზარდა. 2009 წელს კი, შიმშილობის პრობლემა ერთ მილიარდ ადამიანს ჰქონდა.

მოხსენების ავტორებმა ვითარება შეისწვალეს გარდამავალი ეკონომიკის მქონე 122 ქვეყანაში. მათ შორის 29 ქვეყანაში, რომლებიც საჰარის სამხრეთითა და აზიის კონტინენტის სამხრეთით მდებარეობენ. მათი ინფორმაციით, მოსახლეობის სურსათით მომარაგებისა და შიმშილის ინდექსის თვალსაზრისით, აქ "ვითარება სახიფათოა".

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"