ავტორი:

"ბალეტის სკოლაში ვსწავლობდი, ოღონდ გამომაგდეს" - რას ჰყვება სალომე სამადაშვილი ბავშვობის ოცნებაზე?

"ბალეტის სკოლაში ვსწავლობდი, ოღონდ გამომაგდეს" - რას ჰყვება სალომე სამადაშვილი ბავშვობის ოცნებაზე?

სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ლანჩთაიმის" სტუმრობდა. პოლიტიკოსმა თავისი ბავშვობის ოცნებაზე ისაუბრა, როდესაც პუანტებით ჩაძინებულს თავი დიდ სცენის ბალერინად წარმოედგინა. დიდ სცენაზე მისი კარიერა ვერ შედგა, რადგან როგორც აღმოჩნდა, "დაიწუნეს“...

სალომე სამადაშვილი:

"ბალერინობა მინდოდა, ბალეტის სკოლაში ვსწავლობდი, ოღონდ გამომაგდეს. უპერსპერქტივო ვიყავი, არ მქონდა მონაცემები. რამდენი წელიწადი დავდიოდი, ერთი წელი ქორეოგრაფიულშიც ვისწავლე. შემდეგ კურსზე ვერ მოვხვდი, ვერ გადამიყვანეს და ძალიან გული დამწყდა, მაშინ ვერ წარმომედგინა, რომ ბალეტის მოცეკვავის გარდა რა პროფესიის შეიძლებოდა ვყოფილიყავი.

ეს იყო ჩემი ბავშური ოცნება. პუანტები მქონდა გულში ჩახუტებული და ღამე ისე მეძინა. ვოცნებობდი სცენასა და ცეკვაზე.

ცეკვა მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი ხანია ამის შესაძლებლობა არ მქონია. საქართველოში ქორეოგრაფიულში ვერ გავაგრძელე სწავლა, ცეკვა რომ გამეგრძელებინა ამის შესაძლებლობა აქ აღარ იყო. ამერიკაში რომ წავედი სასწავლებლად, აღმოვაჩინე რომ კოლეჯში იყო ბალეტის კურსები, მაშინ 19 წლის ვიყავი. ეს იყო სამოყვარულო წრე, როგორც ვარჯიში, რამდენიმე წელი ვიარე, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ბალეტის კურსებზე".