საქართველომ ვიზის ცალმხრივად გაუქმებით რუსეთი ”შეურაცხყო”

საქართველომ ვიზის ცალმხრივად გაუქმებით რუსეთი ”შეურაცხყო”

საქართველოს მიერ რუსეთის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მაცხოვრებლებისთვის ცალმხრივად უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ცნობამ, რუსეთის ფედერაციაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს გადაწყვეტილებას "მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი" უწოდა. "ცივილიზირებული პარტნიორები ამგვარ საკითხებს, როგორც წესი, ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ ხოლმე", - განაცხადა ლავროვმა.

რუსი დიპლომატის თქმით, ამ საკითხზე რუსეთის მხარეს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს და მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოს ცნობას ფლობს.

საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა არკადი ელედევმაც, რომლის თქმით, ორ სახელმწიფოს შორის, ორმხრივი შეთანხმების გარეშე უვიზო რეჟიმის დაწესება "უბრალოდ პროვოკაციაა". რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცე-სპიკერის ალექსანდრ ტორშინის თქმით კი, თუკი საქართველო ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკების მაცხოვრებლებს თავის ტერიტორიაზე უვიზოდ შეუშვებს, ამით ტერორისტებს დერეფანს გაუხსნის.

"საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს, როგორ სრულიად ბრიყვული. როგორც ჩანს, მისი მიზანი ჩრდილოკავკასიურ და ქართულ ბანდფორმირებებს შორის კონტაქტების საქართველოს ოფიციალური პოლიტიკით გამარტივებაა", - განაცხადა ტორშინმა.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე