Sony-მ პირველი ინტერნეტ-ტელევიზორები წარმოადგინა

Sony-მ პირველი ინტერნეტ-ტელევიზორები წარმოადგინა

კომპანია Sony-მ პირველი ტელევიზორები წარმოადგინა, რომლებსაც Google TV-ის მხარდაჭერა აქვთ. იაპონური კომპანია გასაყიდად სულ 4 ტიპის თხევად-კრისტალურ ინტერნეტ-ტელევიზორსა და Blu-ray-ფლეერს გამოიტანს.

Sony Internet TV-ის მოდელთა ეკრანის დიაგონალი 24-დან 46 დიუმამდე განისაზღვრება. მომავალში კი კომპანიის მოდელთა ხაზში  32-დან 40 დიუმამდე ეკრანის მქონე ტელევიზორებიც გამოჩნდება.

ყველაზე პატარა მოდელი 600 აშშ დოლარი ეღირება. ეკრანის ზომის ზრდის მიხედვით ინტერნეტ-ტელევიზორების ფასიც გაიზრდება. 32, 40 და 46-დიუმიანი ეკრანის მქონე მოდელები, შესაბამისად, 800, 1000 და 1400 დოლარად გაიყიდება. Blu-ray-ფლეერის ფასი 400 დოლარი იქნება.

ჯერჯერობით Sony-ის ტელევიზორებს მხოლოდ აშშ-ის მაღაზიებში წარმოადგენენ და ის 16 ოქტომრიდან გაიყიდება.

პლატფორმა Google TV 2010 წლის მაისში წარმოადგინეს. მისი მეშვეობით მომხმარებლებს კაბელური და თანამგზავრული ოპერატორების მოძიება შეეძლებათ. ტელევიზორებში ასევე იქნება ბრაუზერი Google Chrome, რომელიც მომხმარებლებს ინტერნეტ-ვიდეორგოლების ნახვის საშუალებას მისცემს.

მომზადებულია afp.com-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)