ქვინსლენდის კვლევითი უნივერსიტეტის კლინიკური ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დნმ-ის ანალიზი, რომელსაც ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილების გამოსავლენად გამოიყენებენ, პრაქტიკულად უშედეგოა.
ავსტრალიელი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მსგავსი ტესტების შესაძლებლობები გაზვიადებულია და სინამდვილეში ექიმებს დნმ-ის გამოკვლევის შედეგები სასარგებლო ინფორმაციას იშვიათად აძლევს. მათი თქმით, გაცილებით ნაყოფიერია ისეთი რისკ-ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა: თამბაქოს მოხმარება, პასიური ცხოვრების წესი, ასაკი, სისხლის მაღალი წნევა და სხვა. ამასთან, მიზანშეწონილია პაციენტის ოჯახის სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებაც.
სპეციალისტთა აზრით, ანამნეზი მკურნალ ექიმს ბევრად უფრო ზუსტი და საიმედო პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე ყბადაღებული გენომის ანალიზი.
"მე პირადად მსგავს ტესტში ფულს არ გადავიხდიდი, - განაცხადა ერთ-ერთმა მედიკოსმა, - ის, პრაქტიკულად, არაფრის მომცემია".
მომზადებულია zn.ua-ს მიხედვით.