მოსკოვში ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

მოსკოვში ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

მოსკოვში ქართველი "კანონიერი ქურდი" კახაბერ ფიფია დააკავეს. ამის შესახებ "ლაიფნიუსი" იუწყება.

სამართალდამცავების ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტი რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ერთ-ერთ უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი იყო.

"კანონიერი ქურდი", რომელიც კრიმინალურ წრეებში კახას სახელით იყო ცნობილი, კრიმინალისტებმა დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთ ბინაში აიყვანეს. დაკავებისას მას 1,24 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა.

განსასჯელს ბრალი ედება იარაღის გამოყენებით ხულიგნობაში, ქურდობაში, ნარკოტიკების შენახვასა და წარმოებაში. თავად ფიფია თავს ქართული ეთნიკური დაჯგუფების აქტიურ წევრად ასაღებს.

მასთან დაახლოებულ პირებს შორის არიან ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები კახა ფარფალია, მეტსახელად "კახა გალსკი" და ალექსანდრე სევეროვი, მეტსახელად "სევერი".

კრიმინალისტების ინფორმაციით, ფიფია აქტიურად იყო ჩართული ე.წ. გავლენის სფეროების გადანაწილებასთან დაკავშირებულ დავებში; გარდა ამისა, პატიმრებს ფულს უგზავნიდა და მუდმივად "ასპონსორებდა" ციხეებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ