ავტორი:

"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი?

"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი?

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოშია და გორის სამხედრო ჰოსპიტალში დისშვილის მონახულებას, ნათესავის სტატუსით, აპირებს, თუ ხელისუფლება ამის უფლებას მისცემს. ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ "ფეისბუქზე" ექსპრეზიდენტის პოსტი გამოქვეყნდა, რომელსაც გთავაზობთ:

"გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ, ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში. მიხეილ სააკაშვილი".