ავტორი:

"როგორც გავიგე, ჩემი ყოფილი რძალი და პოლიციელი გოგნიაშვილი სამი თვის მეგობრები ყოფილან" - რას ამბობს გაუჩინარებული ექსპერტის და

"როგორც გავიგე, ჩემი ყოფილი რძალი და პოლიციელი გოგნიაშვილი სამი თვის მეგობრები ყოფილან" - რას ამბობს გაუჩინარებული ექსპერტის და
  • ფოტოკოლაჟი: რამაზ გერლიანი, მისი ყოფილი მეუღლე და შსს-ს თანამშრომელი, რომლის ფოტოც გერლიანმა გაასაჯაროვა

მესამე დღეა, რაც "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. სამართალდამცველები და ოჯახის წევრები მის ადგილსამყოფელს აქამდე ვერ ადგენენ. მან გაუჩინარებამდე "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელს გიორგი გოგნიაშვილს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებდა. დღეს დაიკითხა რამაზ გერლიანის მეუღლე ია ჯინჭველაძე, რომელსაც, ექსპერტის დედმამიშვილების თქმით, "სხვა კუთხით მიჰყავს გამოძიება“. "ეს ქალბატონი რაღაცას აფარებს ხელს, რაღაცას კი არა იმ პიროვნებას კარგად იცნობს, კარგადაა გათვითცნობიერებული რას მოქმედებდნენ რამაზ გერლიანის წინააღმდეგ", - განაცხადა ნანა გერლიანმა.

ambebi.ge რამაზ გერლიანის დას ესაუბრა, რომლის თქმითაც, მოხდა ისეთი რაღაც, რამაც რამაზი სულიერად გაანადგურა

ლენა გერლიანი, რამაზ გერლიანის და:

- ჩემი ყოფილი რძალი აცხადებს, - რამაზი ეჭვიანი იყო, არავის უსმენდაო... ჩემს ძმას ჰალუცინაციებს აბრალებს... ჟურნალისტები ხომ იცნობთ ჩემს ძმას, ჰალუცინაციები აწუხებს, რას იტყვით? იასთან 2 წელიწადია, რაც ურთიერთობა არ მაქვს. თავიდანვე, გამოჰყვა თუ არა ჩემს ძმას, სულ ელანდებოდა, რომ რამაზი ხან თეთრ ქალთან იწვა და ხან - ჭრელთან. რამაზი არ არის იმის კაცი, ოჯახს არცხვენდეს, სვანებს ოჯახის დაუფასებლობა არ ახასიათებთ. მთელ სანათესაოს გვაჟრიალებდა, ურთიერთობა აღარ გვინდოდა იასთან, ტელეფონის აღება აღარ გვინდოდა, "დაგვზომბა" ყველა. მისი ნატვრა და ოცნება იყო რამაზ გერლიანის განადგურება და ამას გვპირდებოდა კიდეც. არც ჩვენთან დაუმალავს, გვეუბნებოდა, - მას გავანადგურებ, ჟურნალისტებს დავურეკავო. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გამოიძახა პოლიცია. რამაზი სახლიდან გარბოდა, სად არ ცხოვრობდა... ასეთ ყოფაში იყო ჩემი ძმა. ახლა ეს ქალბატონი იმას ამბობს, ვითომ ჩვენ მოგვმართა დახმარებისთვის და ჩვენ ვაიგნორებდით. თქვენ წარმოიდგინეთ, ქალი, რომელსაც შვილების მამა ჰყავს დაკარგული, მას ლანძღავს და ასეთი რაღაცებით ერთობა, ამბობს, თითქოს მას ჰალუცინაციები ჰქონდა.

ლენა გერლიანი

როგორც გავიგე, ჩემი ყოფილი რძალი და პოლიციელი გოგნიაშვილი სამი თვის მეგობრები ყოფილან.

ისიც უთქვამს, დედმამიშვილებს ვალი აქვთ და ამის გამო ნერვიულობდაო. არც რამაზს და არც მის დედამამიშვილებს არავისი ვალი არ აქვთ, ჩვენ ლტოლვილი ხალხი ვართ, უფულობაც გვინახავს და ფულიანობაც, ჩვენს დედმამიშვილობაში ლუკმა არ გაყოფილა, ამას ყველა დაგიდასტურებთ, ვინც გვიცნობს.

მის ჩვენებაზე და ვიდეოთვალის ამონაწერზე წვდომა არ მაქვს. გამომძიებელს ვუთხარი, დამანახეთ, ვნახო, არის თუ არა ჩემი ძმის დაწერილი ის წერილი-მეთქი, არ მაჩვენეს. მეუბნებიან, გამოძიება რაღაც ეტაპამდე რომ მივა, ყველა დეტალს დაგილაგებთო.

რამაზი ოჯახზე ძალიან ზრუნავდა. ასეთი კაცი უმიზეზოდ შინიდან არ გაიქცეოდა... რა მოხდა, რა ნახა ამ კაცმა ისეთი, რომ განადგურდა და თვითმკვლელობა გადაწყვიტა?! ყოფილი ცოლი ჩვენებაში მას როგორ ახასიათებს, ეგ არ გვაინტერესებს, ის მოჰყვეს, იმ საღამოს რა მოხდა, რითაც გაანადგურეს ჩემი ძმა. ფეხმძიმობის დროს რა შეგრძნებები ჰქონდა, ვის აინტერესებს? ის პოლიციელიც მოიყვანონ და ათქმევინონ, იქ რა მოხდა.

მათ ურთიერთობა თუ ჰქონოდათ, ამისთვის რამაზი თავს არ მოიკლავდა, რამაზ გერლიანი არაფრის და არავის გულისთვის თავს არ მოიკლავს, დამიჯერეთ. ის ისეთი ძლიერი სულის ადამიანია, ამას არ იზამდა. მერე რა, თუ კი ჰქონდათ მათ ურთიერთობა. არ მაქვს ვერსია, ერთადერთი, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მის სახლში მოხდა ისეთი რაღაც, რამაც რამაზი სულიერად გაანადგურა. როგორც ვიცი, ყოფილ ცოლს ჩვენებაში უწერია, სად და როგორ გაიცნო ის პოლიციელი, მე ვინ წამაკითხებს მის ჩვენებას... რამაზის სახლში რომ მოგყავს კაცი, სადაც ბავშვებს სძინავთ, ეს ძალიან ცუდი დასანახი და გადასატანია ჩემი ძმის პიროვნებიდან გამომდინარე...