ავტორი:

სალომე ჭაჭუასა და ჯორდან კონროის ცეცხლოვანი სალსა ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და ქართველი მოცეკვავით აღფრთოვანებული მაყურებელი (ვიდეო)

სალომე ჭაჭუასა და ჯორდან კონროის ცეცხლოვანი სალსა ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და ქართველი მოცეკვავით აღფრთოვანებული მაყურებელი (ვიდეო)

ქართველი მოცეკვავე, სალომე ჭაჭუა ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" იპყრობს, მაგრამ ეს მისი მეწყვილის დამსახურებაცაა. ცნობილი მორაგბე - ჯორდან კონროი სალომეს შესანიშნავად უწყობს ფეხს.

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" გუშინ პირველი ტური გაიმართა, სადაც სალომე ჭაჭუამ და მისმა მეწყვილემ, სალსა შეასრულეს. ჟიურიმ მათ გამოსვლას "არაჩვეულებრივი უწოდა."

ცეკვას სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალომემ და ჯორდანმა ჯეისონ დერულოს სიმღერის თანხლებით იცეკვეს და მაყურებელი თავიანთი ნიჭით გააოცეს. ჟიურის წევრმა, ბრაიან რედმონდმა, პროფესიონალური უწოდა მათ შესრულებულ სალსას.

სოციალურ მედიაში კომპლიმენტებს არ დაიშურეს სალომე ჭაჭუას და ჯორდან კონროის შესაქებად. ჟიურისგან მათ, საერთო ჯამში, 22 ქულა მიიღეს შედეგად კი, წყვილი მეორე ადგილზე გავიდა.

ნახეთ ვიდეო: