ნიკა გილაური ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის ინფორმაციას არ ადასტურებს

ნიკა გილაური ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის ინფორმაციას არ ადასტურებს.

ინფორმაცია, რომ რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი საქართველოში პირადად ნიკა გილაურის მოწვევით ჩამოვიდნენ, მათმა ადვოკატმა გაავრცელა.

"მათი ადვოკატები კიდევ ბევრ რამეს იტყვიან. ამაზე ყველა კომენტარი უკვე გაკეთდა", - აღნიშნა გილაურმა.

ებრაელი ბიზნესმენები ბათუმში ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, ავთანდილ ხარაიძესთან შეხვედრისას დააკავეს. მათ სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.

რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა დაურეკა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე