საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი მამა მეორედ გახდა და ვაჟი შეეძინა. პოლიტიკოსმა შვილს ალექსანდრე დაარქვა. სოციალურ ქსელში კოლეგები შვილის დაბადებას ულოცავენ.
"გილოცავ შვილის დაბადებას ! ღმერთმა ჯანმრთელი და საამაყო გაგიზარდოს. ალექსანდრე პაპუაშვილს გაუმარჯოს", - წერს "ქართული ოცნების" პერსამსახურის თანამშრომელი გრეტა წიწავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შალვა პაპუაშვილმა და გვანცა სუთიძემ ერთმანეთი წლების წინ, თბილისობაზე, საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს, 2012 წელს კი იქორწინეს.
2013 წელს ელენე პაპუაშვილი დაიბადა. პარლამენტის თავჯდომარე მეუღლეზე 11 წლით უფროსია, თუმცა კახელ პაპუაშვილს რაჭველი სუთიძის გულის მოგება არ გასჭირვებია. წყვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ძალიან უყვართ ერთმანეთის მხარეები და ხშირად სტუმრობენ კიდეც.