ავტორი:

covid 19 -ის გართულების შედეგად ცნობილი პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

covid 19 -ის გართულების შედეგად ცნობილი პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

პოლიტიკოსი, არაერთგზის დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური covid 19 -ის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი, კახა მეჭიაური ავრცელებს.

"მამა გარდამეცვალა" - წერს კახა მეჭიაური.

თამაზ მეჭიაური კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა. როგორც მისმა ვაჟმა ზაზა მეჭიაურმა ambebi.ge-სთან განაცხადა, ის დაგვიანებით გადავიდა კლინიკაში და აცრილიც არ იყო. "მამა არ იყო აცრის წინააღმდეგი, აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო", - განაცხადა ჩვენთან საუბარში მისმა ვაჟმა რამდენიმე დღის წინ.