კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მოსკოვში ჩასულმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსული "პისიარ“ ტესტი არ ჩაიტარა, ამიტომ მას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, დღევანდელ შეხვედრაზე, დისტანციის დაცვა მოუწევს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"ისინი ჩვეულებრივზე დიდ მანძილზე იქნებიან ერთმანეთისგან დაშორებული, მაგრამ ეს არანაირად არ იმოქმედებს შეხვედრის ხასიათზე, მის შინაარსზე ან ხანგრძლივობაზე“, - განაცხადა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, გაიმართება თუ არა დღევანდელი მოლაპარაკებები გრძელ მაგიდასთან.
შეგახსენებთ, 7 თებერვალს, მოსკოვში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი დაახლოებით 4 მეტრის სიგრძის მაგიდასთან გაიმართა, რისი მიზეზიც ემანუელ მაკრონის მიერ რუსული "პისიარ“ ტესტი ჩატარებაზე უარის თქმა გახდა.