Apple-მა ახალი MacBook Air და Mac OS X წარმოადგინა. ახალი ნოუთბუქი კიდევ უფრო მსუბუქია, ხოლო ახალ ოპერაციულ სისტემას უფრო გაფართოებული ფუნქციები აქვს.
მორიგი პრეზენტაციის დროს ”Apple"-მა პრესასთან, ოპერაციული სისტემა Mac OS X-ით განახლებული სუპერთხელი ნოუთბუქი, MacBook Air-ის ვერსია წარადგინა. ახალი MacBook Air-ის ეკრანი 11-13 დიაგონალია. ნოუთბუქი Intel Core 2 Duo-ს ორბირთვიანი პროცესორითაა აღჭურვილი და მობილური ვიდეოსისტემა Nvidia GeForce 320M გააჩნია.
ახალი მაკბუქი 1 დან 1,3 კგ-მდე იწონის და მისი ელემენტები 7 საათის განმავლობაში მუშაობს. აშშ-ში ნოუთბუქის ღირებულება 999 დოლარია.
2011 წლის ზაფხულში, კი "Apple"-ი Mac OS X Lion-ის ახალ ოპერაციულ სისტემას გამოუშვებს. მისი ინტერფეისი iPad-ის მსგავსი იქნება.
კიდევ ერთი სიახლე Apple Store for Mac მაღაზიის გახსნა იქნება, სადაც "დიდი" კომპიუტერების მმართველები მათთვის საჭირო პროგრამების შეძენას, ან უფასოდ გადმოწერას შეძლებენ.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.