ავტორი:

"მივმართავთ პარლამენტებს და მთავრობებს, უკრაინის თავზე ცა ჩაკეტონ და ბირთვული მანიაკი შეაჩერონ" - რადას თავმჯდომარე

"მივმართავთ პარლამენტებს და მთავრობებს, უკრაინის თავზე ცა ჩაკეტონ და ბირთვული მანიაკი შეაჩერონ" - რადას თავმჯდომარე

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი უმაღლესი რადას სახელით ევროპასა და მთელს მსოფლიოს მიმართავს, უკრაინის თავზე ცა ჩაკეტონ და "ბირთვული მანიაკი“ შეაჩერონ.

"უკრაინის უმაღლესი რადას სახელით მივმართავთ სრულიად ევროპისა და მსოფლიოს პარლამენტებს, მთავრობებსა და მოქალაქეებს. რუსეთმა ევროპა და მსოფლიო ბირთვული არმაგედონის ზღვარზე დააყენა.

რუსეთის საოკუპაციო ჯარები განზრახ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური მასშტაბის კატასტროფის გამოწვევას“, - აღნიშნა რადას თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება ჩერნობილზე მძიმე შედეგებს გამოიღებს.

"პუტინის დანაშაულებმა გლობალურ მასშტაბებს მიაღწია და საფრთხეს უქმნის ევროპის არსებობას და შესაძლოა კაცობრიობას.

ეს დანაშაული ნათლად მეტყველებს უკრაინის თავზე აკრძალული საფრენი ზონის რაც შეიძლება მალე დაწესების აუცილებლობაზე, რათა დავიცვათ არა მხოლოდ უკრაინა, ასევე ევროპა და მსოფლიო. შეაჩერეთ ბირთვული მანიაკი!“ - აღნიშნა მან.