ავტორი:

"ქეთა კრემლში დაგეგმილ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო მონაწილეობას არ იღებს! შეგრცხვათ?" - რას წერს ნატო დუმბაძე?

"ქეთა კრემლში დაგეგმილ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო მონაწილეობას არ იღებს! შეგრცხვათ?" - რას წერს ნატო დუმბაძე?

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში საზოგადოების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კრემლში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას ქეთა თოფურია არ მიიღებს.

მისი თქმით, ქართველმა მომღერალი დაუმსახურებლად გააკრიტიკეს.

"მე კი ვიცოდი, მაგრამ შეგნებულად არ ვწერდი. ბოლომდე მაინტერესებდა ვინ მტერი და ვინ მოყვარეა, მინდა გაგიცრუოთ იმედები და მოგახსენოთ, რომ ქეთა ამ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო არ იღებს მონაწილეობას!

შეგრცხვათ? თუმცა არა, ეს ხომ ის კასტაა, გადაუმოწმებლად საკუთარს ხალხს ასე გადაუაროს, ბოლი გამოუშვას და ალანძღინოს!" - წერს დუმბაძე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი და თამარა გვერდწითელი სარვამარტო კონცერტზე კრემლში იმღერებენ. ღონისძიება 6 მარტს გაიმართება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რუსეთში ნაკლებად ეკონცერტებათ, რადგან მათი ეკონომიკა ჩამოშლის პირას არის და მსოფლიო ყოველდღიურად აწესებს რუსეთის მიმართ ახალ-ახალ სანქციებს.

ამ სისხლიან დროს სცენაზე დადგომას გეგმავენ რუსული ესტრადის როგორც ძველი თაობის, ასევე ახალი ვარსკვლავები, მათ შორის: ნიკოლაი ბასკოვი, მიხეილ შუფუტინსკი, ვალერი ლეონტიევი, ლარისა დოლინა და სხვები...

ზემოთ ჩამოთვლილი ქართველი მომღერლებიდან რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა მხოლოდ ქეთა თოფურიამ გააპროტესტა.

"არა ომს“ - ამ წარწერით ფოტო მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა გამოქვეყნებული "ინსტაგრამის" ე.წ. სთორიში. რაც შეეხება თამარა გვერდწითელს, ომის დაწყების შემდეგ, მის ოფიციალურ გვერდზე სიახლე აღარ გამოქვეყნებულა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სოსო პავლიაშვილზეც, თუ არ ჩავთვლით "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ მუსიკალურ ვიდეოებს, მისივე რესტორნიდან.