ავტორი:

უკრაინელების 78%-ს სჯერა რომ უკრაინა რუსეთზე გაიმარჯვებს. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგიც - სოციოლოგიური კვლევის შედეგები

უკრაინელების 78%-ს სჯერა რომ უკრაინა რუსეთზე გაიმარჯვებს. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგიც - სოციოლოგიური კვლევის შედეგები

უკრაინული გამოცემა unian.net ავრცელებს "კოგნიტიური მოდელირების ცენტრის" (Institute of Cognitive Modeling) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც უკრაინელების 78%-ს სჯერა რომ უკრაინა რუსეთზე გაიმარჯვებს. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგიც. კვლევის თანახმად, ზელენსკისადმი ნდობის მაჩვენებელმა 80%-ს მიაღწია.

გამოკითხულთა 75,3% ამბობს, რომ ომის დღეებში სხვადასხვა პოზიციიდან ახერხებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას. გამოკითხვისას რესპონდენტები ამბობდნენ, რომ ან უშუალოდ იღებდნენ ქვეყნის დაცვისთვის ბრძოლებში მონაწილეობას, ან ეხმარებოდნენ მებრძოლებს, მშვიდობიან მოსახლეობას, დევნილებს, როგორც ვოლონტიორები.

სოციოლოგთა თქმით, გამოკითხულთა 43.6% ამბობს, რომ მზად არის მოითმინოს ყველა დისკომფორტი და პრობლემა, რაც ომს უკავშირდება, იმდენ ხანს, რაც საჭირო იქნება უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ქვეყნის ინტერესების დაცვით. წყარო