ავტორი:

"პროდუქტი მაღაზიებმა უკვე გადამალეს, რომ გააძვირონ და უკრაინის მიწაზე რუსებისგან ანთებული ცეცხლით ხელები მოითბონ" - პეტრე კოლხი

"პროდუქტი მაღაზიებმა უკვე გადამალეს, რომ გააძვირონ და უკრაინის მიწაზე რუსებისგან ანთებული ცეცხლით ხელები მოითბონ" - პეტრე კოლხი

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისსა და ქუთაისის სუპერმარკეტებში რიგი პროდუქტების დეფიციტია, მაგალითად, ფქვილის, ზეთის, შაქრის და ა.შ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვშია რიგ შემთხვევაში პრობლემა, რადგან პანიკური შესყიდვა ხდება. შექმნილ ვითარებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება პეტრე კოლხი, მისი აზრით, პროდუქტი მაღაზიებმა გადამალეს და ხელოვნურ დეფიციტს ქმნიან, რათა ფასები გაზარდონ.

"ჩვენ ქვეყანაშიც ომია, ოღონდ ისევ ქართველები გვიწყობენ ომს… ძალიან მალე პროდუქტი ისე გაძვირდება, შიმშილი დაისადგურებს… მაღაზიებმა უკვე გადამალეს, რომ გააძვირონ და უკრაინის მიწაზე რუსებისგან ანთებული ცეცხლით ხელები მოითბონ…

ან ვის შეერგება ომის დროს მოპოვებული სიმდიდრე… ამაზე უარესი ღალატი არ არსებობს, როცა შენს მოსახლეობას შიმშილისთვის იმეტებ!.. ღალატი კი უპასუხოდ არ დარჩება!..

მარტო საკუთარ თავზე არა, სხვაზეც იზრუნეთ... მარტო მე ვიყო მაძღარი და ჩემ გვერდით მშიერი, ლუკმა შემერგება?! ყველა განსაცდელი გადაივლის, პუტინის რუსეთიც დასრულდება, მაგრამ ადამიანის სახე არ უნდა დავკარგოთ... სულიერი შიმშილის უკიდურესი კრიზისია, რასაც შაქრის მარაგი ვერ ამოავსებს!" - წერს პეტრე კოლხი.

იხილეთ ასევე: