უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსი თავდამსხმელების წინააღმდეგ კონტრშეტევა კიევის მისადგომებთან განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ღამე საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის ჯარმა განახორციელა კონტრშეტევა კიევთან ახლოს. დილით კიევში საარტილერიო ბრძოლის ხმა ისმოდა დასავლეთ მისადგომებიდან. ახლაც ბრძოლაა. განადგურებულია მტრის 5 ტანკი. მეტად დეტალიზებული ინფორმაცია არ გვაქვს,“- განაცხადა ვადიმ დენისენკომ.
იხილეთ ასევე: