თინა ხიდაშელი - დევნილებს 28-ლარიანი დახმარება მოუხსნეს

თინა ხიდაშელი - დევნილებს 28-ლარიანი დახმარება მოუხსნეს

დევნილებს 28-ლარიანი დახმარება მოეხსნათ. ამის შესახებ, დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, "რესპუბლიკელმა" თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, 7 ოქტომბერს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც დევნილებისათვის 28-ლარიანი დახმარების გაცემის წესი გაუქმდა. ხიდაშელის განცხადებით, ამ ბრძანების შედეგად, მომავალში ვერც ერთი დევნილი ვეღარ მიიღებს სულზე 28-ლარიან დახმარებას. თინა ხიდაშელი ამ ფაქტს, ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტში, დევნილებისათვის თანხების შემცირებას უკავშირებს.

ხიდაშელის განცხადებით, მათ მოიარეს ოკუპირებული საზღვრისპირა სოფლები და შეხვდნენ მოსახლეობას. მოსახლეობას აქვს წყლის, ელექტროენერგიის პრობლემა, არ გააჩნიათ შეშა.

ხიდაშელმა მიმართა ხელისუფლებას, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის უზრუნველყოფა. მან ასევე განაცხადა, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 1-ელ ნოემბრამდე ეძლევა ვადა, რათა საკრებულოში დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ჯგუფთან, 4 ოქტომბერს გამართული შეხვედრისას გაცემული დაპირებები შეასრულოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხიდაშელი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს 1-ლი ნოემბრის შემდეგ, საქართველოში დევნილთა მდგომარეობის შესახებ, რეპორტები დაეგზავნებათ.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე