Lamborghini - "Sesto Elemento"

Lamborghini  - "Sesto Elemento"

პარიზის ავტოსალონის გახსნის დღეს კომპანიამ Lamborghini სრულიად ახალი ავტომობილი წარმოადგინა. მოდელი სახელად "Sesto Elemento" რაც თარგმანში "მე-6 ელემენტს" ნიშნავს, მომავალში ამ კომპანიის საფლაგმანო მოდელს "მურცელიაგო" ჩაანაცვლებს.

"Sesto Elemento" მთლიანად კარბონისგანაა დამზადებული და მისი დიზაინი სამკუთხედების კონცეფციისგან შედგება. ავტომობილს როგორც ფარები ასევე ჰაერშემაკავებლები, წინა და უკანა ბამპერები და თვით კარის სახელურებიც კი სამკუთხედის ფორმის აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ სიახლის ინტერიერიც კარბონის ელემენტებისგანაა დამშვენებული.

ნახშირბოჭკოვანი მეტალის გამოყენების შედეგად "Sesto Elemento" Lamborghini -ის სამოდელო ხაზში ყველაზე მსუბუქი ავტმობილია. ის სულ რაღაც 999 კგ იწონის და ულტრადინამიკურობით გამორჩევა.

გამოცემა WORLDCARFAN-ის ინფორმაციით "ლამბოს" ეს სიახლე 5,2 ლიტრიანი და 562 ცხენის ძალიანი ძრავით აღიჭურვება. სპორტქარი 0-დან 100 კმ სიჩქარეს სულ რაღაც 2,5 წამში კრეფს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ საათს ბევრად აღემატება.

როდის მოხდება "Sesto Elemento" სერიული წარმოება, იტალიურ კომპანიაში ჯერ არ აკონკრეტებენ, თუმცა Lamborghini -ს მესვეურები პირობას დებენ, რომ ამ ავტომობილში დანერგილი სიახლე მათ სხვა მოდელებზეც გავრცელდება.

კოკა კვირკველია.

რადიო "პალიტრა" FM 103,9

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)