მოსკოვში, ლუჟნიკის მოედანზე ყირიმის ანექსირების დღე აღნიშნეს და გარდა ამისა, უკრაინაში ომის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სიტყვით მიმართა, თუმცა ტრანსლაცია ტელევიზიებში მოულოდნელად შეწყდა და კადრში მომღერალი ოლეგ გაზმანოვი გამოჩნდა.
მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ ყოველივე ტექნიკური ხარვეზი იყო, თუმცა სოციალურ ქსელებში არ გამორიცავენ, რომ შესაძლოა, საქმე ეხებოდეს ჰაკერულ შეტევას.
ნახეთ ვიდეო: