ავტორი:

"დავიბადე საქართველოში. 1995 წლიდან ავირჩიე რუსეთი და მას შემდეგ ჩემი სამშობლო რუსეთია" - რა თქვა თინა კანდელაკმა ლუჟნიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას

"დავიბადე საქართველოში. 1995 წლიდან ავირჩიე რუსეთი და მას შემდეგ ჩემი სამშობლო რუსეთია" - რა თქვა თინა კანდელაკმა ლუჟნიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას

მოსკოვში, ლუჟნიკის მოედანზე ყირიმის ანექსიის დღე აღნიშნეს და გარდა ამისა, უკრაინაში ომის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. სიტყვით გამოვიდნენ ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მათ შორის, ტელესახე, თინა კანდელაკი.

"მე თინა კანდელაკი ვარ, დავიბადე საქართველოში. 1995 წლიდან ავირჩიე რუსეთი და მას შემდეგ ჩემი სამშობლო რუსეთია, ჩემი სამშობლო საქართველოც არის. ჩვენ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ვცხოვრობთ რუსეთში, გვაერთიანებდა ის, რომ რუსეთმა მიგვიღო, ვუყვარვართ და მოგვცა შესაძლებლობა, მივაღწიოთ მიზანს და არასდროს გვიკრძალავდა, არ დევნიდა ჩვენს კულტურას.

უცხოეთში რომ იგებენ ჩვენ რუსულად საუბარს, გვეკითხებიან რუსები ხართ? ამაყად ვპასუხობთ, რომ რუსები ვართ. მთელმა მსოფლიომ გადაწყვიტა წაგვშალონ სოციალური ქსელიდან და გაგვაუქმონ, იმიტომ რომ რუსულად ვლაპარაკობთ.

ჩვენ ყოველთვის დაგვცინოდნენ, ჩვენ კი საქმეს ჩუმად ვაკეთებდით, აღმოვაჩინეთ ანტარქტიდა, ჩვენ შევქმენით წამალი ციმბირული წყლულის წინააღმდეგ და კორონავირუსის წინაააღმდეგ, პირველად ჩვენ შევქმენით ხმოვანი ტექნოლოგიები. ჩვენი ბალეტი, სპორტი, კულტურა, ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. ვერ წაგვშლით, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ვერ გატეხვათ და ვერ დაგვაჩოქებთ. რუსეთი არასოდეს დადგება მუხლებზე", - თქვა თინა კანდელაკმა.