უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის მოქალაქეებს და დანარჩენ ევროპელებს მოუწოდა, რომ არ დააფინანსონ რუსეთის "სამხედრო მანქანა“.
ზელენსკის თქმით, არავის აქვს "ხალხების განადგურების და ევროპის დაქუცმაცების უფლება“. ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
"გერმანელებო, ევროპასთან ერთად, თქვენ შეგწევთ ის ძალა, რომელიც ნებისმიერ რაკეტასა და ტანკზე უფრო ძლიერია. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთს ამ ომისთვის ფული აღარ ექნება - თქვენ ეს შეგიძლიათ.
ჩვენ ვაფრთხილებდით თქვენს პოლიტიკოსებს, რომ სახიფათოა, როდესაც მოსკოვში წყვეტენ, უნდა გქონდეთ თუ არა ბუნებრივი აირი და რა უნდა ღირდეს ის. ჩვენ ვამბობდით, რომ საჭიროა სანქციები, რათა ომი არ დაიწყოს და როდესაც რუსული რაკეტები ნატო-ს საზღვრიდან 20 კილომეტრში დაეცა, როდესაც რუსული ტანკები ჩვენს ატომურ სადგურებს ესროდნენ, მაშინ ცხადი გახდა, რომ უკრაინას უნდა დაუჯეროთ.
გთხოვთ, არ დააფინანსოთ რუსეთის "სამხედრო მანქანა“. არც ერთი ევრო ოკუპანტებს. დახურეთ მათთვის ყველა თქვენი პორტი, არ მიაწოდოთ სურსათი, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსზე. განახორციელეთ ზეწოლა, რათა რუსეთმა უკრაინა დატოვოს. მჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ, თითოეულმა ევროპელმა და გერმანელმა უნდა იმოქმედოთ, რათა ამ მშვიდობამდე მივიდეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე იხილეთ :