ავტორი:

უკრაინის მხარდაჭერა, თუ მხოლოდ დამთხვევა? - რუსეთის თავდაცვის მინისტრის ქალიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინის დროშის ფერები დომინირებს (ვიდეო)

უკრაინის მხარდაჭერა, თუ მხოლოდ დამთხვევა? - რუსეთის თავდაცვის მინისტრის ქალიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინის დროშის ფერები დომინირებს (ვიდეო)

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ქალიშვილმა, ქსენია შოიგუმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის თავის ექვსი თვის შვილთან ერთადაა აღბეჭდილი. საინტერესო ისაა, რომ დედა-შვილს სამოსი უკრაინის დროშის ფერებში აცვია.

მედიაში 31 წლის ქსენია შოიგუს შესახებ წერენ, რომ ის რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მამის ქმედებებს მხარს არ უჭერს. ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია რაიმე რუსული პროპაგანდისტული ფოტო, თუ სიმბოლო.

ქსენია კონფლიქტის თემის განხილვისგან მუდმივად თავს იკავებს და ამ თემაზე პოსტების ნაცვლად, შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, თუმცა მედიამ ქალისა და მისი შვილის სამოსის ფერები დააკავშირა უკრაინის მხარდაჭერასთან და წერენ, რომ როგორც ჩანს, ქსენია შეწუხებულია მამის მიერ გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტით.

გამორიცხული ისიც არ არის, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს და სულაც არ იკითხებოდეს რაიმე ქვეტექსტი.

ქსენია შოიგუსა და მისი შვილის ვიდეოს საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდმა ნაწილმა ვიდეო უკრაინის მხარდამჭერად აღიქვა.

"როგორც ჩანს, არის მასში რაღაც ადამიანური შემორჩენილი.“

"შეაჩერე მამაშენი!“

"უკრაინელი ბავშვების სისხლი თქვენზე ხელებშია, ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ“ - წერენ ვიდეოს კომენტარებში. (წყარო)

იხილეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: