"მე უკვე ერთი თვეა ერთ რამეს გიმეორებთ, გადაარჩინოთ ჩვენი ხალხი და ქალაქები, უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება შეზღუდვების გარეშე, ისევე როგორც რუსეთი იყენებს ჩვენს წინააღმდეგ შეზღუდვების გარეშე მთელს თავის არსენალს, ანადგურებს ყველაფერს ცოცხალს, ნებისმიერ ობიექტს - საცხოვრებელი სახლებიდან ტაძრებამდე, საკვებით სავსე საწყობებიდან უნივერსიტეტებამდე, ხიდებიდან საავადმყოფოებამდე", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს რიგგარეშე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ნატოს ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა უკრაინას არც ერთი არ მისცა, არანაკლებ 20 ათასი ტანკი ჰყავს და უკრაინის თხოვნაზე 1% მაინც მიეცა ან მიეყიდა, ცხადი პასუხი არ გასცა. ზელენსკის თქმით, ომის პერიოდში იმაზე უარესი არაფერი არ არის, ვიდრე დახმარების თხოვნაზე არამკაფიო პასუხები.
"რუსეთის შემოჭრის პირველივე საათები ჩვენთვის სასტიკ სარაკეტო თავდასხმებს ნიშნავდა. ერთთვიანი ომის განმავლობაში რუსეთმა ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ 1000-ზე მეტი სხვადასხვა რაკეტა გაუშვა, განახორციელა ასობით ავიაიერიში. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მე თქვენ აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური თხოვნით მოგმართეთ - დაგვხმარებოდით ცის ჩაკეტვაში, დაგეცვათ ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან.
ჩვენ ვერ გავიგონეთ მკაფიო პასუხი. უკრაინას არ აქვს მძლავრი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, აქვს შედარებით მცირერიცხოვანი ავიაცია, ვიდრე რუსეთს, ამიტომ მათი უპირატესობა ცაში მასობრივი იარაღის გამოყენებას ჰგავს და თქვენ ხედავთ შედეგებს, რამდენი ადამიანია მოკლული, რამდენი მშვიდობიანი ქალაქია განადგურებული. მე უკვე ერთი თვეა ერთ რამეს გიმეორებთ - გადაარჩინოთ ჩვენი ხალხი და ქალაქები, უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება შეზღუდვების გარეშე, ისევე როგორც შეზღუდვების გარეშე რუსეთი იყენებს ჩვენს წინააღმდეგ მთელს თავის არსენალს, ანადგურებს ყველაფერს ცოცხალს, ნებისმიერ ობიექტს - საცხოვრებელი სახლებიდან ტაძრებამდე, საკვებით სავსე საწყობებიდან უნივერსიტეტებამდე, ხიდებიდან საავადმყოფოებამდე.
უკრაინამ მოგმართათ თვითმფრინავებისთვის, რათა ამდენი ადამიანი არ დაგვეკარგა. თქვენ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გყავთ, მაგრამ ჩვენ არც ერთი არ მოგვეცით. მოგმართეთ ტანკებისთვის, რათა ჩვენს ქალაქებზე ბლოკადის მოხსნა შეგვძლებოდა - მარიუპოლზე, ბერდიანსკზე, მელიტოპოლზე, ქალაქებზე, სადაც რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი ასობით ათასი ადამიანი, ხელოვნურად ქმნის შიმშილს. თქვენ გაქვთ არანაკლებ 20 ათასი ტანკი, უკრაინამ ერთი პროცენტი გთხოვათ, რომ გადმოგეცათ ან მოგეყიდათ, მაგრამ ვერ მივიღეთ ცხადი პასუხი.
უკრაინას არასდროს არ სურდა ეს ომი და არ სურს წლობით ბრძოლა. ჩვენ უბრალოდ გვსურს ჩვენი ხალხის გადარჩენა. როგორც ნებისმიერ ერს, ჩვენ გვაქვს ამის უფლება, სიცოცხლის უფლება, უფლება ამ ერთ პროცენტზე. მე არ ვადანაშაულებ ნატოს, თქვენ არ ხართ დამნაშავეები, თქვენი რაკეტები და ბომბები არ ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს. დღეს იყო "ფოსფორის ბომბები“, მოკლულები არიან დიდებიც და ბავშვებიც.
მე უბრალოდ მინდა იცოდეთ: ალიანსს ჯერ კიდევ შეუძლია რუსული იერიშის შედეგად უკრაინელების სიკვდილის შეჩერება ჩვენთვის იმ იარაღის მოწოდებით, რომელიც ჩვენ გვჭირდება“,- განაცხადა ზელენსკიმ.