ავტორი:

"დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ მეტი..." - რის გაკეთებას გეგმავს ნატო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კუთხით?

"დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ მეტი..." - რის გაკეთებას გეგმავს ნატო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კუთხით?

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით გაძლიერებას და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საჰაერო დაცვის სისტემებსა და დრონებს გადასცემს.

"მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობით, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო დაცვის სისტემებითა და დრონებით, რომლებმაც დაამტკიცეს მაღალეფექტურობა. ასევე, მიაწვდიან მას მნიშვნელოვან ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ მეტი, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართულებით და ასევე, აღვჭურვავთ უკრაინას, რათა მან შეძლოს თავდაცვა ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ატომური საფრთხეებისგან. ეს მოიცავს გამოვლენას, დაცვას, სამედიცინო მარაგების მიწოდებას, ისევე როგორც ტრენინგებს კრიზისის მენეჯმენტისა და გაუვნებელყოფის მიმართულებით. ჩვენ მოწოდებულები ვართ გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი უკრაინის დასახმარებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე იხილეთ :