უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით რატიანი ვარკეთილში მდებარე სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ქაშვეთის ტაძარში, რომელსაც პოლიტიკოსებთან ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"დიდება გმირებს, დიდება გმირებს“ - ამ შეძახილებით გამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით რატიანი ქაშვეთის ტაძრიდან.
დღესვე დაკრძალეს უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ მებრძოლი გია ბერიაშვილი. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, ქალაქ ირპენთან რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. მათი ცხედრები სამშობლოში 24 მარტს ჩამოასვენეს.