უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ იპოვა, უკრაინას საჭირო იარაღი გადასცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას აღნიშნა.
ზელენსკის თქმით, ზოგიერთ ქვეყნებს თუ შეუძლიათ უკრაინელების გადარჩენა, მათ ეს უნდა გააკეთონ.
"უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ იპოვა, უკრაინას საჭირო იარაღი გადასცეს. შიში ყოველთვის თანამზრახველად გხდის. თუ ვინმეს ეშინია რუსეთის, თუ მას ეშინია ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, განსაკუთრებით ვერტმფრენების, ტანკების, საჭირო არტილერიის, ჭურვების ჩვენთვის მოწოდებისას, ეს ამ ხალხის პასუხისმგებლობას აყენებს, რუსეთის მიერ შექმნილ კატასტროფაზე, რადგან თუ შეგიძლია გადარჩენა, უნდა გადაარჩინო", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის თავიდან ასაცილებლად, პრევენციული სანქციები იყო საჭირო, თუმცა ასეთი პაკეტი არ შედგა.
"უკრაინა ვერ და არც დაეთანხმება რუსეთის მიმართ, ზოგიერთი სუბიექტის, სანქციების პასიურ პოზიციას. არ უნდა იყოს "შეჩერებული" სანქციების პაკეტები, რომ თუ რუსეთის ჯარები რაიმეს გააკეთებენ, მაშინ იქნება პასუხი... ჩვენ გავიარეთ ეს ისტორია შარშან, როდესაც ვთქვით, რომ რუსეთის წინააღმდეგ, მკაცრი პრევენციული სანქციები იყო საჭირო, რათა თავიდან აგვეცილებინა შემოჭრა. პრევენციული პაკეტი არ შედგა, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ახლა ბევრი მინიშნება და გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ სანქციები გამკაცრდება, როგორიცაა ემბარგო, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდებაზე, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. ყველაფერი, რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ და უკვე გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს?" - განაცხადა ზელენსკიმ.
სიტუაცია ახლა გონივრულად უნდა იყოს აღქმული, წარმატებისგან ზედმეტი ეიფორიის გარეშე. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ, - თქვა მან.
"დღეს ჩვენ კარგი ამბავი გვაქვს. კიევის რეგიონში, ჩვენი დამცველები წინ მიიწევენ და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლს აღადგენენ. ირპინი გათავისუფლდა. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ შედეგისთვის იმუშავა. ოკუპანტები ირპინიდან გადევნილები არიან, გაძევებულები არიან კიევიდან, თუმცა ჩვენი რეგიონის ამ ნაწილში, უსაფრთხოებაზე საუბარი ნაადრევია, ბრძოლა გრძელდება. რუსული ძალები კიევის ჩრდილოეთს აკონტროლებენ, აქვთ რესურსები და ცოცხალი ძალა. ისინი, დანგრეული ნაწილების აღდგენას ცდილობენ. მათი დანაკარგების დონე, თუნდაც 90%-ზე, მათთვის, არ არის არგუმენტი გაჩერებისთვის. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის რეგიონის, დონბასის, სამხრეთ უკრაინის მდგომარეობა ყველგან დაძაბული, ძალიან რთული რჩება. ეს არის დაუნდობელი ომი ჩვენი ერის წინააღმდეგ, ჩვენი შვილების წინააღმდეგ. დღეის მდგომარეობით, 143 დაღუპული ბავშვის შესახებ არის ცნობილი. მარიუპოლი კვლავ ბლოკირებულია, რუსმა ჯარებმა, დღეს, ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა არ დაუშვეს. სიტუაცია ახლა გონივრულად უნდა იყოს აღქმული, წარმატებისგან ზედმეტი ეიფორიის გარეშე. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე იხილეთ: