ავტორი:

"ყირიმის საკითხი შეთანხმების ცალკე პუნქტია" - რას სთავაზობს რუსეთს უკრაინა ყირიმის საკითხთან დაკავშირებით: პოდოლიაკი მოლაპარაკების დეტალებზე

"ყირიმის საკითხი შეთანხმების ცალკე პუნქტია" - რას სთავაზობს რუსეთს უკრაინა ყირიმის საკითხთან დაკავშირებით: პოდოლიაკი მოლაპარაკების დეტალებზე

რუსეთ-უკრიანის მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციის წევრმა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მხარეებმა გარკვეული შეთანხმების მიღწევა შეძლეს. ამის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პოდოლიაკმა ბრიფინგზე აღნიშნა.

"ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდება შემდეგი პროცედურის მიხედვით: პირველი, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც უკრაინის ყველა მოქალაქე გამოხატავს თავის პოზიციას ამ შეთანხმების შესახებ. ამის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების რატიფიცირება“, - განაცხადა მან.

პოდოლიაკის თქმით, ყირიმის საკითხი არის შეთანხმების ცალკე პუნქტი, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს უკრაინისა და რუსეთის პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე.

ცალკე პუნქტად, უკრაინული მხარე რუსულ მხარეს სთავაზობს შემდეგს: უკრაინა და რუსეთი არ გამოიყენებენ სამხედრო და შეიარაღებულ ძალებს ყირიმის საკითხის მოსაგვარებლად ამ პერიოდის განმავლობაში.

ინფორმაციას სააგენტო "უნიანი“ ავრცელებს.

იხილეთ ასევე: